კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, ხვალ, 3 ივნისს საბურთალოს რაიონში, ჰუგო ჰუბერტის ქუჩა N 97-თან, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.
მათი ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ. “მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 3 ივნისს, 23:50 საათიდან 4 ივნისის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
საბურთალოს რაიონში:
დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს, ჰუბერტის, მომპერეს, ანდრონიკაშვილის, ნესტან დარეჯანის, მირიან მეფის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge”,- ნათქვამია ინფორმაციაში.