ზესტაფონში, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

585

ზესტაფონში, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

ამ ეტაპზე რეაბილიტაცია ჩხეიძის მე-5 შესახვევს ჩაუტარდა. ახალი გზით ზესტაფონი – ხარაგაულის  დაახლოებით 22 ათასი მაცხოვრებელი  ისარგებლებს.

მინისტრი ზურაბ ალავიძე,  მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა კიკნაველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონში იმყოფებოდა, სადაც საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის დაგების და  კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
აღნიშნული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია  30 წელზე მეტია არ ჩატარებულა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან  200 000 ლარით დაფინანსდა.