GWP-მ სამგორის რაიონში, საფერავის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემა განაახლა

352

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სამგორის რაიონში, საფერავის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.

GWP-ს ცნობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში საფერავის ქუჩაზე, ასევე საფერავის პირველ და მეორე ჩიხში, 1.5 კმ სიგრძის წყალსადენის ქსელი სრულად შეიცვალა.

მათივე ინფორმაციით, კომპანიამ ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები მოაწყო.

GWP-მ პროექტში 400 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.