ბორჯომის მუნიციპალიტეტში 6 ფიტნეს ტრენაჟორის მოედანი ეწყობა

628

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ფიტნეს ტრენაჟორების მოედნების მოწყობა გრძელდება. ბორჯომის მერიის ცნობით, სამუშაოები ქალაქის 3 უბანში ვაშლოვანაში, ახალშენსა და ჩარხისწყალზე და 3 სოფელში- კორტანეთში, ლიბანსა და ანდეზიტში მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტს წლის ბოლომდე კიდევ 7 სავარჯიშო სივრცე შეემატება.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, ქალაქის უბნებსა და სოფლებში 16 მოედანი მოეწყო. პროექტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.