“ჯივიპი“ 27 მაისს, ვარკეთილის სატუმბო სადგურზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

490

27 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში, სატუმბო სადგურზე, სტაბილური წყალმომარაგებისთვის აუცილებელ, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოების ჩატარების გამო, სამგორის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.

„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სისტემის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 27 მაისს, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: სამგორის რაიონში: ვარკეთილი 3-ის მე-4 მიკრორაინს და მე-2 მიკრორაიონის N33-41 კორპუსებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge“,-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.