ქალაქ ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოების სამეტაპიანი პროექტის ნაწილი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს ახალციხის მერია ავრცელებს.
I ეტაპი – 2019 წელს მასშტაბური საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩების 930 მეტრი სიგრძის მონაკვეთს.
II ეტაპი – თითქმის დასრულებულია საფეხმავლო ბილიკებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გზის 250-მეტრიან მონაკვეთზე, სოფელ ღრელის ასახვევიდან 9 აპრილის ქუჩის კვეთამდე.
III ეტაპით – დასრულდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რუსთაველის ქუჩაზე. მოეწყობა, ასევე, საავტომობილო გზა ცენტრალური მაგისტრალიდან, რუსთაველის ქუჩა №125 კორპუსამდე.