თეთრიწყაროში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

542

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს სამელიორაციო სამუშაოები, რომელიც ალგეთი–ტბისი კუმისის მაგისტრალურ ქსელზე სოფელ ასურეთის გამანაწილებლის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. შედეგად, სარწყავი წყლისმიწოდების გრაფიკი 120 ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები შპს საქართველოს მელიორაციის წარმომადგენელთან ერთად ადგილზე პირადად გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა მეწყრის შედეგად დაზიანებულ მაგისტრალურ ქსელს, რომელიც 700ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწისფართობს ასარწყავებს.

შპს საქართველოს მელიორაცია სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, წესების სრული დაცვით ახორციელებს.