საბურთალოს რაიონის გამგეობამ, სარგის კაკაბაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.
თბილისის მერიის ცნობით, პროექტის მიხედვით, 3 119 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
„კაკაბაძის ქუჩაზე ასფალტის საფარი აქამდე არასდროს ყოფილა. მხოლოდ გრუნტიანი გზა არსებობდა, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. ამჟამად, სამუშაოები დასრულებულია და ადგილობრივი მცხოვრებლებიც კმაყოფილები არიან“,- განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
აღნიშნული პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 250 000 ლარით დაფინანსდა.