საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დავით გარეჯში სამონასტრო კომპლექსისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაასრულა.
პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1, 5 მლნ ლარს აჭარბებს.
პროექტი სამონასტრო კომპლექსში მდებარე კელიების ფასადების მოპირკეთებასა და კეთილმოწყობას, წყლის, კანალიზაციისა და ელექტრომომარაგების ქსელის, ვიზიტორთა ცენტრისა და ავტოსადგომის მოწყობას ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში, ასევე, განხორციელდა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
პროექტის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ადგილზე დასაქმებული იყო 30-მდე ადგილობრივი მოსახლე.