ზუგდიდის სოფელ დარჩელში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

444

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, სკოლა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება, 9 საკლასო ოთახით, 3 კლას-კაბინეტითა და ლაბორატორიით.

პროექტი ბიბლიოთეკის, კვების ბლოკის, გარდერობისა და რეკრეაციული ზონის მოწყობასაც ითვალისწინებს.

სკოლის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 1 700 000 ლარია.