ახალციხის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.
გრძელდება კოსტავას, პაატა ნათენაძის, შალვა ახალციხელისა, დიდიმამიშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამ დროისთვის, საფეხმავლო ბილიკებზე ბეტონის დეკორატიული ფილები და ბაზალტის ბორდიურები ეწყობა.
დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების, შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის ძეგლების მიმდებარე ტერიტორიების, გამწვანების ზოლებისა და სარწყავი სისტემების მოწყობა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.