„ჯივიპი“ დღეს ისნის რაიონში, ნოე ხომერიკის ქუჩაზე, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების საბოლოო ეტაპს განახორციელებს

426

კომპანია „ჯივიპი“ ქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაბას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს.

კომპანიის ცნობით, კომპანიამ ისნის რაიონში, ნოე ხომერიკის ქუჩაზე, სრულად განაახლა წყალმომარაგების სისტემა.

„პროექტის ფარგლებში შეიცვალა 1 კილომეტრის სიგრძის წყალარინებისა და 2 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი.

ახალ ქსელზე მოეწყო ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები. კომპანიამ პროექტში 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

„ჯივიპი“ დღეს, 15 მაისს, წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოების საბოლოო ეტაპს განხორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 15 მაისს 22:00 საათიდან 16 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ისნის რაიონში, მეტრომშენის დასახლებას ხომერიკის, მესხეთის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ყვარლის, კალანდაძის, ამირეჯიბის, შარვაშიძის, ონიანის, მიქელაძისა და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.