სოფელ სავანეში მეფრინველეობის ფაბრიკასა და კვარცის ქვიშების კარიერისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს.
მიმდინარე პროცესი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ და გამგებლის მოადგილემ გიორგი იაკობაშვილმა მოინახულა.
ამხანაგობა “განთიადი” აღნიშნულ სამუშაოს 123 000 ლარად ასრულებს, თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო.
გზის მოწყობის პროცესი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით 25 აგვისტომდე დასრულდება.