ხალხს თუ თვითმმართველობა არ აქვს, ის ვერასდროს გაიგებს თავისუფლების ნამდვილ ფასს – ეპიზოდი 2

77

წინა ეპიზოდი

შემდეგი ეპიზოდი

ხალხს შეუძლია აირჩიოს პარლამენტი და პრეზიდენტი, მაგრამ თუ თვითმმართველობა არ აქვს, ის ვერასდროს გაიგებს თავისუფლების ნამდვილ ფასს ეს არაა ჩვენი სიტყვები – ასე ამბობდა ალექსის დე ტოკვილი ჯერ კიდევ XIX საუკუნეში.

ჩვენს ახალ ეპიზოდში მაგდა პოპიაშვილი და ირაკლი მელაშვილი მოგიყვებიან, როგორ დაამარცხეს ევროპელებმა აბსოლუტური მონარქიები, ტირანიები და დიქტატორები, როგორ დაუქვემდებარეს ხელისუფლება მოქალაქეებს და შექმნეს პასუხისმგებლიანი სახელმწიფოები.

და ბოლოს, როგორ მიაღწიეს დემოკრატიას და მის საფუძვლად 1985 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია განსაზღვრეს.

ვიდეორგოლი შექმნილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედია-კლუბი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.