წყალტუბოში ოროთახიანი ბინის მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება გრძელდება

345

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში განსახლების მსურველი, ოროთახიანი ბინის კანდიდატი, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღებას 31 ოქტომბრის ჩათვლით აგრძელებს.

ჯანდაცვის სმინისტროს ცნობით, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით განაცხადის გაკეთება, ქვეყნის მასშტაბით, ნებისმიერ იუსტიციის სახლშია შესაძლებელი. განაცხადები ასევე მიიღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე:

  • ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
  • ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106;
  • რუსთავი, კოსტავას ქ.N20;
  • გორი, სამების ქუჩა N1.

წყალტუბოში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.