ახალციხეში 750 ნერგი დაირგო

556

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე,  ქალაქ ახალციხეში არსებული სკვერები და ცენტრალური პარკის ტერიტორია მოწესრიგდა.

ასევე, როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, რეკრეაციული ზონები სუფთავდება და ბალახისგან იწმინდება.

საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით არსებული მწვანე ზოლების, გზისპირებისა და სკვერების გამწვანების ღონისძიებები განხორციელდა, დაირგო ნეკერჩხლის, კედრის, იფნისა და ცაცხვის 570 ნერგი.