ოზურგეთის მერიის პასუხი ჩურჩხელებზე: ეს ლიეტუვას დელეგაციიის წევრების საჩუქარი იყო

921

წინა სტატია

ოზურგეთის მუნიციპლიტეტის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ, „ნაციონალი დეპუტატის“, დავით მჟავანაძის  მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, ტყლაპებისა და  ჩურჩხელების შესახებ, “მორიგი დეზინფორმაცია” უწოდა. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს. 

მისი განცხადებით, ეს ლიეტუვას დელეგაციიის წევრების საჩუქარი იყო.

“გასულ წელს, სექტემბერში, ჩვენთან იმყოფებოდნენ სტუმრები ლიეტუვიდან. გამზადდა რვა სასაჩუქრე კალათა – თითოეული 71,25 ლარის ღირებულების. რვა ცალი ჩურჩხელა კი არ იყო, არამედ რვა შეკვრა – თითოეულში ათი ცალი, ანუ სულ 80 ცალი და  ასე შემდეგ.

ეს ყველაფერი გარკვევით წერია  შესყიდვის ხელშეკრულებაში, რასაც თქვენი თხოვნითვე გიგზავნით”, – აცხადებს სირაძე.

ცნობისათვის, გუშინ “გურიის მოამბემ” გაავრცელა საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, დავით მჟავანაძის კომენტარი. დავით მჟავანაძე ამბობს, რომ ოზურგეთის მერიამ 8 ბოთლ შავ ღვინოში, 8 თხილის ჩურჩხელაში და ტყლაპში 570 ლარი გადაიხადა.