დმანისის მუნიციპალიტეტში ორი ახალი სკვერი გაიხსნა

802

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ დმანისში ორი ახალი სკვერი გახსნეს.

„პროექტის ფარგლებში სკვერებში მოეწყო სკამები, დეკორატიული ბაზალტის ბილიკები, საბავშვო მოედანი ატრაქციონებით, ,,სკეიტბორდის” მოედანი, სასმელი წყლის სოკო, ბასეინი საშხეფი ონკანებით, სავარჯიშო ტურნიკები. მინი სტადიონზე საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები მოეწყო. სკვერები შემოღობილია დეკორატიული ქვის ღობით და ნაწილობრივ კუთხოვანებში ჩასმული მავთულბადით.”- აცხადებენ დმანისის მუნიციპალიტეტში.

წყარო: ტელეგრაფი