1 000 ლარი ერთჯერადად – ვინ მიიღებს ფულად დახმარებას რუსთავის მერიისგან

329

რუსთავის მერია ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადად, წელიწადში 1000 ლარის ოდენობით დახმარებას აგრძელებს.

“ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა არის, ძალადობის მსხვერპლი ფიზიკური პირების გაძლიერების ღონისძიება, რომლის მიზანია ძალადობის მსხვერპლთა ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა სოციალიზაციის პროცესში. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი ფიზიკური პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს: ა) პირი რომელსაც მინიჭებული აქვს ძალადობის მსხვერპლის სტატუსი (აქტიური) შესაბამისი ორგანოს/სამსახურის მიერ; ბ) ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე პირი, რომელსაც განცხადებით მომართვისას, ასევე მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მომენტში უფიქსირდება აქტიური რეგისტრაცია; გამონაკლისს წარმოადგენს: ა) პირი, რომელმაც თავშესაფარი დატოვა განცხადებით მომართვამდე არაუგვიანეს 6 თვისა და მსხვერპლის სტატუსი აქვს აქტიური; ბ) პირი, რომელმაც თავშესაფარი დატოვა, თუმცა ძალადობის მსხვერპლის სტატუსის ვადის ამოწურვიდან არ არის გასული 6 თვე; დაფინანსება გაიცემა ძალადობის მსხვერპლ პირზე ერთჯერადად, წელიწადში 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.