ძველი სახლების ახლით ჩანაცვლების პროგრამა შუახევში

277

„უკიდურესად გაჭირვებულ, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში შუახევის მერიამ მიმდინარე წელს 9 ოჯახს საცხოვრებელი სახლი შეუძინა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 135 ათასი ლარი  გაწერა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარმა თვითმმართველობას უნდა მიმართოს. ოჯახის მდგომარეობას სპეციალური კომისია სწავლობს.

პროგრამულად მხოლოდ იმ ოჯახების მდგომარეობა განიხილება, რომლებიც უსახლკარო და სოციალურად დაუცველები არიან, ასევე  საცხოვრებელი სახლები სიძველისგან დაზიანებულია და მათი სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აჭარბებს.

პროგრამას შუახევის მერია მეხუთე წელია ახორციელებს.