ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომოსაცდელების რეაბილიტაცია გრძელდება

1285

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომოსაცდელების რეაბილიტაცია გრძელდება.  ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით,  ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მისივე თქმით, მოსაცდელების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ბორჯომში თორის №120-ის მიმდებარედ, მესხეთის ქუჩაზე, ასევე სოფლებში ჭობისხევში, ყვიბისში, დაბაში, ქვაბისხევში და ტიმოთესუბანში.

ყიფიანის ინფორმაციით, პროექტები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ 37 407 ლარით დაფინანსდა, სამუშაოები ჯამში 7 ობიექტზე განხორციელდება.
”პროექტის მიხედვით, გაჩერებები წითელი აგურით შენდება შენდება. ეწყობა კიბეები, სახურავი, ჭერი, ხის სკამები და ლითონის კონსტრუქციები.
უნდა აღინიშნოს, რომ ავტომოსაცდელების რეაბილტაცია გასულ წლებშიც განხორციელდა. ქალაქ ბორჯომის მასშტაბით, განახლდა მთავარ ქუჩებზე არსებული ყველა გაჩერება”, – განმარტავენ გამგეობაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი