სარემონტო სამუშაოები ერთდროულად ხორციელდება ქალაქ ბორჯომის №1 და დაბა წაღვერის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.
შენობებში სრულად შეიცვლება ძველი კარ-ფანჯარა, შეიღებება კედლები და ჭერი, მოეწყობა ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი, მოწესრიგდება სველი წერტილები, ელ-გაყვანილობა, შეიღებება შენობების გარე-ფასადი, განხორციელდება ასევე ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები. დაბა წაღვერის საბავშვო ბაღში დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა.
შენობების რეაბილიტაციის შემდეგ, ოთახები ახალი ავეჯით, სათამაშოებით, ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება.
უნდა აღინიშნოს, რომ პარალელურად სამუშაოები მიმდინარეობს ბორჯომის №3 და №4 საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობისათვის.
ოთხივე პროექტისათვის ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გაიხარჯება.
გასული 3 წლის განმავლობაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 საბავშვო ბაღს, 1 ახალი საბავშვო ბაღი კი სოფელ ვარდგინეთში გაიხსნა.