ქუთაისში პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია დააკავეს

716

ქუთაისში პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია დააკავეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოედანზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გოგი წულაიას პოლიციისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით პილიციელისათვის სამსახურებრივი მოვალეობის დროს სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან.

წულაიას ბრიფინგი სავალუტო პუნქტების დახურვის გამო ქონდა და აცხადებდა, რომ შეზღუდვით ადამიანები უმუშევრები რჩებიან.

მას ქალაქში პატრულმა პირადობის მოწმობა მოსთხოვა და უთხრა მას, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს პროტესტის უფლება არ ქონდა.

მცირედი შელაპარაკების დროს უცენზური სიტყვების გამო, წულაია განყოფილებაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 115 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 23 უკვე გამოჯანმრთელდა.