“ქართული ოცნების” დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამველ პეტროსიანმა მის მეთორმეტე კლასელ ძმისშვილს ა.მ–ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სწორედ ამის გამო დაიწყო კონფლიქტი მხარეებს შორის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ჩანაწერი მაჟორიტარმა დეპუტატმა 31 მარტს გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს დაპირისპირება, ასევე პოლიციელების მოქმედებები.
მკოიანმა სათვალთვალო კამერის ჩანაწერს ტექსტი დაურთო სადაც საუბრობს, რომ სამველ პეტროსიანმა შეურაცხყოფა მიაყენა მის ძმის შვილს, მე-12 კლასის მოსწავლეს, ხოლო სამველის შვილმა, გ.პ–მ კი მის შვილს. ასევე აცხადებს, რომ პეტროსიანი მის მოკვლას ცდილობდა.
„ჩემს სახლთან ახლოს იყვნენ, ხმები გავიგე და წავედი მათკენ ნათესავებთან ერთად. შემდგომ მოვიდა სამველ პეტროსიანი და შვილს უთხრა–წადი სახლშიო მე მოვაგვარებ საქმესო. ამოიღო იარაღი და სამჯერ ჩემს მიმართულებით ისროლა, მაგრამ მე შევძელი თავის დაცვა და ამოვიღე ჩემი იარაღი და თავდაცვის მიზნით ჰაერში ვისროლე. მაგ დროს პოლიციელები მოვიდნენ და განაიარაღეს სამველა”, – წერს ენზელ მკოიანი.
მკოიანის მიერ გავრცელებულ პოსტში ასევე წერია, რომ პეტროსიანების სახლიდან 12 სხვადასხვა ტიპის იარაღი ამოიღო გამოძიებამ. „საქმეზე დაწყებული გამოძიების პროცესში სამველ პეტროსიანის და მისი შვილის სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 12 დასახელების სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი. ეს ყველაფერი დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით“, – წერს მკოიანი.
Սպանության փորձ 2020 թվականի մարտի 26-ին Ախալքալաքի բնակիչ 66-ամյա Սամվել Պետրոսյանը բառացի վիրավորանք հասցրեց իմ…
Posted by Enzel Mkoyan on სამშაბათი, 31 მარტი, 2020
სროლის ფაქტზე ბრალდებულებს სამველ პეტროსიანს და ასევე ენზელ მკოიანის 19 წლის ძმისშვილს, არმენ მკოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ინციდენტი 26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი “გოლდის” მიმდებარედ მოხდა. შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ხულიგნობის ბრალდებით 29 მარტს სამველ პეტროსიანი და ენზელ მკოიანის ძმისშვილი, არმენ მკოიანი დააკავა. ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.
როგორც სამველ პეტროსიანი აცხადებდა, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ენზელ მკოიანის შვილი მის შვილთან შესარიგებლა მივიდა.
ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების დროს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი სამველ პეტროსიანი მის მოკვლას ცდილობდა, ამიტომ მან თავდაცვის მიზნით ჰაერში გაისროლა.