ახალციხის ცენტრალურ ქუჩაზე დეკორატიული ფილები იგება

716

ახალციხეში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად გრძელდება. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, პროექტის ფარგლებში დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება საფეხმავლო ბილიკები, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, საავტომობილო გზაზე კი ასფალტის საფარი დაიგება.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.