შსს: დავით მჟავანაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს

395

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დავით მჟავანაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით მჟავანაძე, დღეს  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დააკავეს.

ამ წუთებში ოზურგეთის პოლიციის წინ ნაცმოძრაობის წევრები არიან შეკრებილი.