გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკი აგვისტოში გაიხსნება

860

გურჯაანში კულტურისა და დასვენების პარკი აგვისტოში გაიხსნება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

ამ ეტაპზე სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დასასვენებელი ზონების, ბავშვთა ატრაქციონების, საზაფხულო კინოთეატრის, ამფითეატრისა და სპორტული მოედნის მოწყობა.

ამასთან, განახლდება განათების ბოძები, საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები და მწვანე საფარი.

პარკის რეაბილიტაცია გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.