კავთისხევი-კასპის დამაკავშირებელი ხიდი გაიხსნა

933

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევთან, მდინარე მტკვარზე გადასასვლელი ხიდი გაიხსნა. კასპიცემენტის სატვირთო მანქანებმა კარიერიდან ქარხნამდე მოძრაობა ამ ხიდზე გავლით განაახლეს.

კაპიტალური რემონტი შპს ,,მამისონმა” აწარმოა. სამუშაოები მაისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ექსპლუატაციაში ერთი თვის დაგვიანებით მიიღეს.

დაზიანებული ხიდი საფრთხეს მძიმე წონის, კერძოდ, (კასპიცემენტის ქარხანასა და კარიერს შორის) მოძრავ მანქანებს უქმნიდა. თაღოვანი ხიდი გასული საუკუნის 40-იან წლებშია აგებული და, მას შემდეგ, მისი სრული რეაბილიტაცია არ მომხდარა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ხიდზე შუალედური ბურჯები, თაღები და ბეტონის ზედაპირები იყო დაზიანებული.

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი