ბესიკ ამირანაშვილი მიკროავტობუსების მოძრაობის აკრძალვაზე: რეგულაციები ჩვენს რეგიონშიც ამოქმედდება

602

სამცხე-ჯავახეთის სახელმწფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის თქმით, მიკროავტობუსების მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვები სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც ამოქმედდება.

“ტრანსპორტთან და სხვა საკითხების თაობაზე ხვალ დილით მაქვს შეხვედრა მუნიციპალიტეტბის მერებთან და სამსახურის უფროსებთან, რა თქმა უნდა ყველა რეგულაცია ამოქმედდება ჩვენს რეგიონში. ასევე, ვისაუბრებთ ალტერნატიულ გზებზეც“, – განაცხადა 17 მარტს, ბესიკ ამირანაშვილმა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ დღეიდან, 18 მარტიდან მიკროავტობუსების გადაადგილება აკრძალა.