კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს

438

კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანიის მენეჯმენტსა და დედაქალაქის ხელმძღვანელობას შორის, რომ კომპანიის თანამშრომლები და მძღოლები არასამუშაო პერიოდში მინიმალური შემოსავლების გარეშე არ დარჩნენ.

მათივე ინფორმაციით, კომპანია “თბილისის მიკროავტობუსში” 4000-მდე პირია დასაქმებული.

„ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც გამოწვეულია კორონავირუსის COVID19 ის გავრცელების რისკით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად დაიწყოს ქვეყანამ გავრცელების საშიშროებასთან ბრძოლა. ამ დროისთვის გადაწყდა კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების დროებით გაჩერება. მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანიის მენეჯმენტსა და დედაქალაქის ხელმძღვანელობას შორის რომ კომპანიის თანამშრომლები და მძღოლები არასამუშაო პერიოდში არ დარჩნენ მინიმალური შემოსავლების გარშე. შეგახსენებთ, რომ კომპანია “თბილისის მიკროავტობუსში” დასაქმებულია 4000-მდე პირი“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.