კორონავირუსთან დაკავშირებით, ახალციხის სათნოების სახლის ბენეფიცირებისთვის როგორც მენიუ, ასევე საჭმლის მიწოდების ფორმაც შეიცვალა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ბენეფიციარებს შენობაში არ უშვებენ. სადილს ფანჯრიდან, ერთჯერადი კონტეინერებით აწვდიან.
გარდა ამისა, შეიცვალა მენიუც. ადგილზე მისულ ბენეფიციარებს უთხრეს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით წვნიანს ვერ მოამზადებენ.
დღეს, 16 მარტს ბენეფიციარებს კონტეინერში ჩაწყობილი წიწიბურა, ხორცი და პური გაატანეს.
“სამხრეთის კარიბჭეს” სათნოების სახლში უთხრეს, რომ კომენტარს შეცვლილ მენიუსა და მიწოდების ფორმაზე, მათი დირექტორი გააკეთებს: “ახლა მერიაში იმყოფება შეხვედრაზე, მოვიანებით დაურეკეთ”.
კორონავირუსის პრევენციის გამო, საკოორდინაციო საბჭო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს ურჩევს, რომ თავშეყრის ადგილებს მოერიდნონ.
ამ დროისათვის ქვეყანაში კრორნავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.