ზემო ქედში, ე.წ. გერმანელების უბანში , გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

702

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა , მერის მოადგილე დავით ფხოველიშვილმა და საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ ხუციშვილმა დღეს ზემო ქედში, ე. წ. გერმანელების უბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ორ ეტაპად მიმდინარეობდა, დასკვნით ეტაპზეა და ის უახლოეს მომავალში დასრულდება.

სამუშაოების ფარგლებში 1 770 მ გზის მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი, გაკეთდა მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.

პროექტის საერთო ღირებულება 637 553 ლარია.