შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარის და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია: რაჭა – ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელი კრიხი, ონის მუნიციპალიტეტი სოფელი ძეგლევი. ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის ან სიტუაცია კონტროლს ექვედებარება: სამეგრელო-წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩქვალერი. გურია- ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი. რაჭა – ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელი კრიხი. ონის მუნიციპალიტეტი სოფელი ძეგლევი. ქვემო ქართლი – თეთრიწყარო.
მათივე ინფორმაციით, ღია კერა შენარჩუნებულია: აჭარა – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედე ჯოჭო. იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და ოთხი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. დუშეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ჭართალი, ცეცხლი უკიდია შერეული ტყის ქვედა საფარს. ადგილზეა ხუთი სახანძრო-სამაშველო მანქანა, 35 მეხანძრე მაშველი.
„ბოლო ოთხ დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბის მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ოთხი ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 318 დასხმა განახორციელეს. ცალკეულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.