თელავში დაზიანებული ნაძვის ხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

370

თელავში დაზიანებული ნაძვის ხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

შეგახსენებთ, ნაძვის ხე ხანძრის შედეგად დაზიანდა. ადგილობრივების თქმით, ცეცხლი, სავარაუდოდ, მაშინ გაჩნდა, როცა ნაძვის ხეს ფეიერვერკი ესროლეს.

დაზიანებულია ნაძვის ხის წვერი და ძვირადღირებული განათება.

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, უახლოეს დღეებში აღმოიფხვრება პრობლემა და ნაძვის ხე ისევ განათდება.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.