თელავში, ერეკლე მეორეს მოედანზე მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ნაწილი დაიწვა. თელავის საკრებულოს თავჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი ამბობს, რომ ხანძარი, სავარაუდოდ, ფოიერვერკის სროლის შედეგად გაჩნდა.
“ქალაქის მთავარი ნაძვის ხის წვეროს გაუჩნდა ცეცხლი. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ფოერვერკის სროლის შედეგად მოხდა. გამომწვევ მიზეზებს დავადგენთ.
ხანძრის შედეგად დაზიანებულია საახალწლო განათების მცირე ნაწილიც. ვცდილობთ, უმოკლეს დროში მოვაწესრიგოთ დაზიანებული ნაწილი და აღვადგინოთ განათება”, – ამბობს მთვარელიშვილი.
თელავის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ მუნიციპალიტეტის მერმა 24 დეკემბერს აანთო.