ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) ახორციელებს პროექტს – „რაჭა–ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“, რომლის მიზანია რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირება და საზოგადოების სხვადასხვა აქტორების ჩართულობის უზრუნველყოფა პოლიტიკის შემუშავების პროცესში. ამის შესახებ ამბროლაურის ხმა წერს.
პროექტის ფარგლებში იგეგმება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის აგრო ტურის მოწყობა, აგრეთვე ტრენინგების ჩატარება მოქალაქეებისათვის, მეწარმეებისა და ფერმერებისათვის.
აგრო ტურების მიზანია მოხდეს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესება, ჩაერთონ მუნიციპალიტის ეკონომიკური განვითარების პროცესში, დაიწყონ სამეწარმეო საქმიანობა. აგრო ტური ამბროლაურსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის მოეწყობა მეღვინეობა-მევენახეობის, ხოლო ონისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის მეფუტკრეობის მიმართულებით.
მოქალაქეთა ტრენინგების მიზანია მოხდეს მათი სათანადო ცოდნით აღჭურვა/ინფორმირება მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) ინიციატივებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების შესახებ.
მეწარმეთა გადამზადება მოხდება ტურიზმის მენეჯმენტის, თანამედროვე მოთხოვნებისა და ტურისტების მომსახურების სტანდარტების დაკმაყოფილების საკითხებზე.
ფერმერთათვის ჩატარდება ორი სახის ტრენინგი: 1. ყურძნის ძველი ჯიშების აღდგენის შესაძლებლობებისა და 2. მეურნეობის დაგეგმვისა და მართვის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენ, როგორც რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციას, გიგზავნით ელექტრონულად შესავსები google კითხვარების ბმულებს, რათა ამ გზით მოხდეს მონაწილეთა შერჩევა.