ასოციაცია “ტყის პროდუტი” საქართველოში ტყის ტურიზმის პოპულარიზაციას ეწევა

685

ასოციაციატყის პროდუქტი საზოგადოებას სთავაზობს ტრენინგების ციკლს, რომელიც განკუთვნილი იქნება მათთვის, ვინ დაინტერესებული ველური ბუნებით, ეკოლოოგითა და ტყის ტურიზმით, ასევე, მათთვის, ვისაც აქვს ლაშქრობის გამოცდილება (გიდები, მოლაშქრეები, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებიდა სასტუმროებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ კულინარიული (აგროტურისტული) სერვისის გაწევა

ასოციაციის ორგანიზებით ტრენინგები ჩატარდება მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს სამ რეგიონში: იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი.

ტრენინგის მიზანია საქართველოში ტყის ტურიზმის პოპულარიზაცია და დამატებითი ტურისტული სერვისების შექმნა, რეგიონებში არსებული ტურიზმის მეტად განვითარება.

ტრენინგში მონაწილეები მიიღებენ, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ცოდნას მოცემულ სამ რეგიონში არსებული ტყის ტურიზმის პოტენციალის შესახებ და გადამზადდებიან ტყეში სოკოების ამოცნობის მიმართულებითაც.

ტრენინგზე განიხილავენ 20-მდე სახეობის სოკოს და მათი შხამიანი ორეულების  იდენტიფიცირებას, შეგროვების მეთოდებს, შენახვის წესებს. ასევე გაირკვევა ტყის პროდუქტების სეზონურობა, მოპოვების ადგილები. ტურისტული მარშუტები, საჭირო აღჭურვილობა. სოკოს რეცეპტები და მომზადების წესები.

ტრენინგის მეორე ეტაპი უშუალოდ ტყეში პრაქტიკულ გასვლებს გულისხმობს.

შეხვედრებს გაუძღვებიან პროფესიონალი ტრენერები: მიკოლოგები, ეკოტურიზმის სპეციალისტები. აპლიკანტები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ ტრენინგს, მიიღებენ სერტიფიკატს.

ხოლო სასტუმროები, რომელთა წარმომადგენლებიც ტრენინგს გაივლიან, ექნებათ შესაძლებლობა და ცოდნა უმასპინძლონ და შესთავაზონ დამატებითი სერვისები ტყის ტურებში მონაწილე ტურისტულ ჯგუფებს.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგი სრულად არის დაფინანსებული შპს “კაუკაზანისა” და ორგანიზაცია CENN-ის მიერ.