ლაგოდეხის მერია „ახალგაზრდული საბჭოების” ფორმირებას იწყებს

369

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია „ახალგაზრდული საბჭოების” ფორმირებას იწყებს. როგორც მერიაში აცხადებენ, მიზანი ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებაა.

“თუ ხარ აქტიური, მიზანდასახული, 14-29 წლის ახალგაზრდა და გსურს წვლილი შეიტანო შენი ქალაქის/თემის განვითარებაში, განსაზღვრო არსებული პრობლემები/გამოწვევები და იმსჯელო მათი მოგვარების გზებზე, წარმოადგინო საინტერესო ინიციატივები და ახალი იდეები, რომელთა მხარდაჭერას ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს.

ჩაერთე! მოახდინე დადებითი ცვლილებები შენს მუნიციპალიტეტში! გამოავლინე შესაძლებლობები, შემოქმედებითი უნარი და გახდი ახალგაზრდული საბჭოს წევრი! დაასახელე შენს ქალაქში/თემში სასურველი ლიდერი! შენს მიერ შერჩეული ლიდერი, მერის სათათბირო ორგანოში წარადგენს პრობლემურ თუ აქტუალურ საკითხებს”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ბმულზე.

როგორც მერიაში აცხადებენ, აპლიკაციის შევსება შესაძლებელია 5-25 სექტემბრის ჩათვლით. მათივე ცნობით, პროექტის პარტნიორია „სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოში“