თერჯოლის ცენტრის რეაბილიტაცია დაიწყება

693

თერჯოლის ცენტრის რეაბილიტაცია დაიწყება. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.

ქალაქის ცენტრის რეაბილიტაცია 2 ეტაპად განხორციელდება.

პირველ ეტაპზე, ტენდერისა და შერჩევა-შეფასების დასრულების შემდეგ სამუშაოები, რომლის საერთო ღირებულებაა 883 506 ლარი, დაიწყება ოთხ ლოკაციაზე: რუსთაველის ქ №114 მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია; რუსთაველის ქუჩაზე არსებული გმირთა მემორიალის ტერიტორიის კეთილმოწყობა; რუსთაველის ქ. №109, მერიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, დავით კლდიაშვილის სახელობის სკვერის ტერიტორიის კეთილმოწყობა.