ფოთის ბაზარში ხმაურია, თევზით მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

877

ფოთის ბაზარში ხმაურია. თევზით მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ბაზრის მეპატრონე მაღაზიებს მაღალ გადასახადს უწესებს, რისი გადახდის საშუალებაც არ გააჩნიათ. ისინი ბაზრის ადმინისტრაციას ზეწოლაშიც ადანაშაულებენ.

„შემოგვთავაზეს ალტერნატიული ფართი, ვიმუშავეთ ერთი კვირა და ერთი კვირის მერე განგვიცხადა მეპატრონემ, დღეში 100 ლარი მინდა მოგებაო. ვინაიდან ამ თანხას ვერ მივცემდით, გვითხრეს, დაგვეტოვებინა ფართი. გამიფუჭდა თევზი და რიონში გადავყარე,“ -განაცხადა თევზის რეალიზატორმა ინგა მითიაშვილმა.

ბაზრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისინი მოვაჭრეებს ხელსაყრელ პირობებს სთავაზობენ და მათ პროტესტს უსაფუძვლოს უწოდებენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.