ფოთის მერიაში წყალარინების პროექტის მიმდინარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

552

ოთში წყალარინების ქსელის მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია TAHAL Group BV-ის საქართველოს ფილიალის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ფოთის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ფოთში, ჭავჭავაძის, რეკვავას, აკაკისა და წმინდა გიორგის ქუჩებისა და მათი შემაერთებელი მონაკვეთების რეაბილიტაცია იგეგმება.

„საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის N19 განკარგულებით, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების_საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“, საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაევალა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ჭავჭავაძის, რეკვავას, აკაკისა და წმინდა გიორგის ქუჩებისა და მათი შემაერთებელი მონაკვეთების რეაბილიტაცია.

გარდა ამისა, კეთილმოწყობის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს თავდადებულის, ბერდიანსკის, თამარ მეფის ქუჩებზე.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, სამუშაოები უნდა დაჩქარდეს იმ ადგილებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მოსამზადებელი ღონისძიებები უკვე გატარებულია.

შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით სხვადასხვა ლოკაციებზე 14 ბრიგადა მუშაობს, მათივე თქმით, სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის აპრილის თვეში იგეგმება.

ქალაქ ფოთის მერია აქტიურ მონიტორინგს უწევს სამუშაოების მიმდინარეობას. მუნიციპალიტეტის მხრიდან დაისვა ლოკაციებზე სამუშაოების დაჩქარების, ტერიტორიების მოსუფთავების, მუშაობის დროს გაჭრილი ტროტუარების მოწესრიგების საკითხები“, – განმარტავენ მერიაში.