სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია: ხარჯები სხვადასხვა მიმართულებით 2-3-ჯერ შემცირდა

679

წინა სტატია

სამეგრელო ზემო-სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელფასებსა და საწვავზე ხარჯების ზრდა, ვაკანტურ თანამდებობებზე თანამშრომელთა აყვანამ განაპირობა. როგორც „ლაივპრესს“ რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, რეალურად 2018-თან შედარებით, 2019 წელს ხარჯები მკვეთრად შემცირდა. მაგალითისთვის განმარტავენ, რომ საწვავის ხარჯი ორჯერ, წარმომადგენლობითი კი სამჯერ შემცირდა.

„2018 წელთან შედარებით საწვავის ხარჯი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შემცირდა ორჯერ. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ცხრილებშიც. თუ ეს ხარჯები 2018 წელს იყო 55 ათას 787 ლარი, 2019 წელს შეადგინა 26 ათას 818 ლარი, ანუ ორჯერ და მეტჯერ შემცირდა.

რაც შეეხება წარმომადგენლობით ხარჯებს, 2018 წელთან შედარებით 2019-ში ამ მიმართულებით სამჯერ ნაკლები დაიხარჯა. ნაცვლად 16 ათასი ლარისა, დახარჯულია 6 7 49 ლარი. ესეც ნათლად ჩანს ანგარიშიდან და დართული ცხრილებიდან.

რაც შეეხება ხელფასებს, ამ მიმართულებით ხარჯების გაზრდა განპირობებული არის არა ხელფასებით მატებით, არამედ იმით, რომ თუ ადრე რწმუნებულს ჰყავდა ორი მოადგილე და თანამდებობები ვაკანტური იყო, მათ შორის არ ჰყავდა თვითმმართველობის საკითხებში სამსახურს უფროსი და ვაკანტური იყო ეს თანამდებობაც. ეს ვაკანსიები შეივსო და ამან გამოიწვია სახელფასო ანგარიშის გაზრდა 40 ათასი ლარით.

რაც შეეხება საწვავს, მისი მცირეოდენი ზრდა განპირობებულია რეგიონის მასშტაბით სახელმწიფო რწმუნებულის და მისი მოადგილეების სოფელებში იტენსიური შეხვედრებით. გაზრდილია მოსახლეობასთან შეხვედრებიც. ამასთან, საწვავის 6 ათასი ლიტრით ზრდა ასევე გამოიწვია იმან, რომ შეივსო მოადგილეების ვაკანსია“, – განაცხადეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევაში საუბარია გაცემულ ხელფასებზე, ფულად პრემია-დანამატსა და ჯილდოზეც. კვების და საწვავის ხარჯებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია პირველ ადგილზეა დანარჩენ ადმინისტრაციებს შორის.