კვების ხარჯებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია პირველ ადგილზეა

865

წინა სტატია

შემდეგი სტატია

წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, რომელიც რესტორნის მომსახურებას, სასმელ პროდუქტებს, ალკოჰოლურ სასმელებს მოიცავს, ყველაზე მეტი თანხა – 22 ათას 742 ლარი 2018-2019 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ დახარჯა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, შარშან 6 ათას 749 ლარი დაიხარჯა, 2018 წელს კი 15 ათას 993.

რესტორნის მომსახურებაზე ხარჯი არ გაუწევით სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებს გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში და მცხეთა-მთიანეთში.

ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა ინფორმაცია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ 2018-2019 წლებში.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი საწვავი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ დახარჯა. ამავე კვლევაში საუბარია გაცემულ ხელფასებზე, ფულად პრემია-დანამატსა და ჯილდოზე.