ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პარალელურად, თითქმის ყველა საკვანძო მონაკვეთზე მოსახლეობა მნიშვნელოვან ზიანსა და პრობლემებზე საუბრობს. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
დიდი ხანია პროტესტია ხელვაჩაურის სოფელ მახვილაურში, ახლა კი მახინჯაურშიც, სადაც მშენებლობის კვალდაკვალ მოსახლეობა რამდენიმე თვეა სახლების დაბზარვაზე საუბრობს. ითხოვენ კომპენსაციას.
სახლების გარდა პრობლემაა გზაც, რომელიც ასევე დაზიანებულია.
მედიის ცნობით, მახინჯაურის ეს მონაკვეთი ჯერ კიდევ შარშან იმიტომ გადათხარეს, რომ იქ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ხეები გაეტანათ. ახლახან კი ავტობანისთვის სამუშაოები დაიწყო.