დაბზარული კედლები და წყლით სავსე ეზოები – ხელვაჩაურის სოფელ მახვილაურის მოსახლეობა პროტესტს არ წყვეტს

964

წინა სტატია

შემდეგი სტატია

სოფელ მახვილაურში მცხოვრებლები საპროტესტო აქციებს არ წყვეტენ. მოქალაქეები ისევ და ისევ იმ ზიანზე საუბრობენ, რასაც ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა აყენებთ. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, პრობლემაა დაბზარული სახლები, დატბორილი ეზოები და უნაყოფო ნიადაგი. თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. 

სიუჟეტში ნათქვამია, რომ ხელვაჩაურში, სოფელ მახვილაურში, ნიკო მუსხიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ასამდე ოჯახი პროტესტს არ წყვეტს.

ადგილობრივი ამირან მერკულაძე დაბზარულ  კედლებს  და დატბორილ   ეზოებს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას უკავშირებს. ნიკო მუსხიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ამბობს, რომ აქ საფრთხე ყოველდღიურად ბზარებთან ერთად იზრდება.

მახვილაურში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე ოთხშაბათსაც გამართეს. დაზარალებულმა 100-მდე ოჯახმა მშენებლობაზე დასაქმებულებს სამშენებლო პროცესის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

უფლებადამცველი პასუხისმგებლობას კომპანიას აკისრებს. თამაზ ბაკურიძე  სახალხო დამცველს მოუწოდებს, რომ დაზარალებულების მდგომარეობა დროულად  შეისწავლოს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში სიტყვიერად განმარტეს, რომ  დაზარალებულების მდგომარეობის შესასწავლად სპეციალური კომისიაა შექმნილი. უწყებაში ჯერ კიდევ ვერ აკონკრეტებენ,  გაიცემა თუ არა აქციის მონაწილეებზე  კომპენსაცია.

ბათუმის შემოვლითი გზა მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს დააკავშრებს. პროექტის ღირებულება კი 330 მილიონამდე ლარს შეადგენს.