ხელვაჩაურის სოფელ ქედქედში 180 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდა

334

ხელვაჩაურის სოფელ ქედქედში 180 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

“ქედქედის სკოლა სრულად ადაპტირებულია და გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები. სკოლა 180 მოსწავლეზეა გათვლილი. საჯარო სკოლის მშენებლობისთვის 1 700 000 ლარი დაიხარჯა”, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

მათივე ინფორმაციით, აჭარაში 4 ახალი საჯარო სკოლა აშენდა, სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია კი 28 სკოლას ჩაუტარდა. ყველა სკოლა უზრუნველყოფილია შესაბამისი სახელმძღვანელოებით.

https://www.facebook.com/AdjaraGovGe/posts/pfbid024piByNyViDsRhUVCkTf9UnM2e2FDNrYQdmc1ZJZsYp5TtpHdX172Tz6tPURBo3KCl