ხელვაჩაურის სოფელ მახვილაურის მოსახლეობა ავტობანის მშენებლობას ისევ აპროტესტებს

509

წინა სტატია

ხელვაჩაურის სოფელ მახვილაურის მცხოვრებლები ავტობანის მშენებლობას აპროტესტებენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

ამბობენ, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო ჩატარებული აფეთქებითი  სამუშაოების გამო მათი საცხოვრებლები დაზიანდა. ისინი კომპენსაციების გაცემას ითხოვენ.

ავტომაგისტრალის მშენებლობას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რამდენიმე ქვეკონტრაქტორი კომპანიის საშუალებით ახორციელებს. მოსახლეობას დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები  შეხვდნენ. მათი  ინფორმაციით მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.

ცნობისათვის, ხელვაჩაურის სოფელ მახვილაურში თვეებია მოსახლეობა ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, პრობლემაა დაბზარული სახლები, დატბორილი ეზოები და უნაყოფო ნიადაგი.