ახალციხის მერია საკუთარ ბალანსზე არსებულ სპეცტექნიკას გააქირავებს

497

ახალციხის საკრებულომ მერიის ბალანსზე არსებულ სპეცტექნიკის გაქირავების თანხა განსაზღვრა. ერთეული ტექნიკის დღიური ფასი 200 ლარიდან იწყება.

საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, ტექნიკის ქირაობისთვის თანხა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის თანაბარია.

დადგენილების მიხედვით, ექსკავატორ-დამტვირთველის დღიური ფასი – 200 ლარია, ერთი საათი 25 ლარი. დამტვირთველის დღიური ფასი 250 ლარია, ერთი საათი 31,25 ლარი. ავტოგრეიდერის დღიური ფასი კი 300 ლარია და ერთი საათით 37,5 ლარი ეღირება.