მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა 2020 წლიდან სტუდენტების ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსებას იწყებს.
როგორც მარნეულის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მერია სამიზნე ჯგუფის სტუდენტებს თვეში 50 ლარით დაეხმარება. სტუდენტი, რომელიც პროგრამაში ჩაერთვება დახმარებას, ერთი წლის განმავლობაში, 10 თვის მანძილზე მიიღებს.
სოციალურად დაუცველი სტუდენტი, სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი, რომელსაც ყველა საგანში არანაკლებ 91 ქულიანი შეფასება აქვს. დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის, ქართული ენა და ლიტერატურის, ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, ისტორიისა და მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტები, რომელთა შეფასება A, B და C აკადემიური ქულებია, იძულებით გადაადგილებული პირი -სტუდენტი, სტუდენტი მრავალშვილიანი ოჯახიდან, ოჯახი, სადაც არანაკლებ 3 სტუდენტია, ვეტერანის შვილი სტუდენტი და უდედმამო სტუდენტი – ეს ის კრიტერიუმებია, რომლის მიხედვითაც მერია სტუდენტის ტრანსპორტირების ხარჯებს დააფინანსებს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან „1+4 პროგრამის“ მოსამზადებელი კურსის სტუდენტები. მერიის პროგრამაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში სტუდენტმა შესაბამისი დოკუმენტაცია მარნეულის მერიის კანცელარიაში უნდა წარადგინოს.
თუ რა დოკუმენტების წარდგენა იქნება საჭირო „სტუდენტების ტრანსპორტირების ხარჯით დახმარების“ პროგრამაში ჩასართველად შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
სოციალურად დაუცველი სტუდენტი (არაუმეტეს 30 000 სარეიტინგო ქულის მქონე)
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება მერის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ცნობა რეგისტრაციის(ჩაწერის) ადგილის შესახებ;
4. ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსის მითითებით;
5. ამონაწერი სოც. მომსახურების სააგენტოდან, სოც. სარეი ტინგო ქულის მითითებით;
6. საბანკო რეკვიზიტები;
სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტი
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება მერის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ცნობა რეგისტრაციის(ჩაწერის) ადგილის შესახებ;
4. ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსის მითითებით;
5. შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
6. საბანკო რეკვიზიტები;
მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი (არანაკლებ 91 ქულიანი შეფასება ყველა საგანში); გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი სპეციალობების სტუდენტეებისა, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ A, B, C – აკადემიური ქულები;
სპეციალობები პედაგოგიკის სფეროში: დაწყებითი სკოლის პედაგოგიკა; ქართული ენა და ლიტერატურა; ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ისტორია, მათემატიკა
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება მერის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ცნობა რეგისტრაციის(ჩაწერის) ადგილის შესახებ;
4. ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსის მითითებით;
5. უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ცნობა თანდართული შეფასებების ცხრილით(წინა სემესტრის);
6. საბანკო რეკვიზიტები;
იძულებით გადაადგილებული პირი – სტუდენტი
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება მერის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ცნობა რეგისტრაციის(ჩაწერის) ადგილის შესახებ;
4. ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსის მითითებით;
5. დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
6. საბანკო რეკვიზიტები;
მრავალშვილიანი ოჯახიდან სტუდენტი (არანაკლებ 4 შვილი)
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება მერის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ცნობა რეგისტრაციის(ჩაწერის) ადგილის შესახებ;
4. ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსის მითითებით;
5. მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
6. დედმამიშვილების პირადობის/დაბადების მოწმობების ასლები;
7. საბანკო რეკვიზიტები;
ოჯახი, სადაც არანაკლებ 3 სტუდენტია
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება მერის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ცნობა რეგისტრაციის (ჩაწერის)ადგილის შესახებ;
4. ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსის მითითებით;
5. მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
6. დედმამიშვილების პირადობის მოწმობების ასლები;
7. დედმამიშვილების აქტიური სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობები აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლებიდან;
8. საბანკო რეკვიზიტები;
ვეტერანის შვილი სტუდენტი
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება მერის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ცნობა რეგისტრაციის(ჩაწერის) ადგილის შესახებ;
4. ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსის მითითებით;
5. მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
6. მშობლის ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
7. საბანკო რეკვიზიტები;
უდედმამო სტუდენტი
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება მერის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ცნობა რეგისტრაციის(ჩაწერის) ადგილის შესახებ;
4. ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსის მითითებით;
5. ობლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
6. საბანკო რეკვიზიტები;