პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად, სავარაუდოდ, 26 ივლისს შეიკრიბება

563

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად, სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 26 ივლისს შეიკრიბება. წინასწარი ინფორმაციით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა სწორედ ამ დროისთვის ჩაინიშნება და მასზე “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და “საარჩევნო კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებს ვეტო დღეს დაადო.  მისი თქმით, 7 თვითმმართველი ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებას და გაძლიერებას.

რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, პრეზიდენტმა ვეტო ცესკოს დაკომპლექტების წესის გამო დაადო. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნების ხარისხს აკნინებს და ამცირებს პლურალიზმსა და ნდობას ამ სტრუქტურის მიმართ.